„მადლობა ჩვენს საყვარელ მადონა მასწავლებელს“- ვანის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგ მადონა ჩაჩუას izrune.ge-ში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან
02-08-2022

ვანის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები მარიამ მაღლაფერიძე და თეკლა ბახტაძე ტესტირების ინოვაციურ პორტალ izrune.ge -ში აქტიურად და დიდი ინტერესით მონაწილეობენ. 

ისინი ტესტებს უდიდესი მონდომებით ასრულებენ, რისი დასტურიცაა ყველაზე მზრუნველი პროექტის დიპლომები და სერტიფიკატები. 

კლასის დამრიგებელი კი, პედაგოგი მადონა ჩაჩუა გახლავთ, რომელსაც სკოლა izrune.ge-ში ჩართულობისა და მოსწავლეების ხარისიხანი განათლების უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის:

„დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ მადონა მასწავლებელს მზრუნველობისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვი, მოტივაციისთვის. დიდი მადლობა რომ არსებობთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203