მარნეულის N5 სკოლის დირექტორმა ლელა ხარშილაძემ და პედაგოგმა, ნატო ტალახაძემ მასწავლებელთა შემაჯამებელ ეროვნულ კონფერენციაზე ნაშრომები წარადგინეს
02-08-2022
მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი, ლელა ხარშილაძე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი, ნატო ტალახაძე მასწავლებელთა შემაჯამებელ ეროვნულ კონფერენციაში დიდი წარმატებით მონაწილეობდნენ.

ზოგადი განათლების რეფორმის შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია სკოლებში 2021-2022 სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს შეეხებოდა 28-29 ივლისს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ივნისის თვეში გაიმართა რეგიონული კონფერენციები, რომელშიც მარნეულის N5 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. ღონისძიებაზე პედაგოგებმა და სკოლის დირექციებმა გააზიარეს საგაკვეთილო სივრცეში მიღებული საუკეთესო გამოცდილება.

რეგიონულ კონფერენციებზე შერჩეულ საუკეთესო ნაშრომებს შორის იყო სკოლის ორი პრეზენტაცია და ორივე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ეროვნულ კონფერენციაზე წარადგინეს.

1. ლიდერობის ნაწილში სასკოლო პროექტი „გარემოს დაცვა - გადაუდებელი აუცილებლობა“ - ლელა ხარშილაძე (დირექტორი);

2. საგნობრივ ნაწილში - „წიგნიერება და თანამედროვეობა“ - ნატო ტალახაძე (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი )

„მადლობა მათ გაწეული შრომისა და სკოლის საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენისათვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203