
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა ჩატარდა.
სკოლაში მიმდინარე პროექტის - „სკოლა, რომელიც ქმნის" ფარგლებში, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მისი თემა „ეკოკლიმატი და დედამიწა“ იყო.
IX, X, XI კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას 17 საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
კონფერენციის ორგანიზატორები კი საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მასწავლებლები გახლდნენ.
იხილეთ ფოტოები: