ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მოსწავლეებთან ერთად, სამოქალაქო განათლების კონკურსში მიიღო მონაწილეობა
02-08-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქეთევან ენდელაძე მოსწავლეებთან კონკურსში - „ჩვენი ჩართულობა - ჩვენი მომავალია“ აქტიურად მონაწილეობდა.
კონკურსი სამოქალქო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
კონკურსში სამცხე-ჯავახეთის პროგრამის პარტნიორი 42 (18 არაქართულენოვანი და 24 ქართულენოვანი) VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თემატური საკონკურსო ნამუშევრები: ესეები, ვიდეორგოლები, ნახატები და პოსტერები წარადგინეს.
კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ხედვისა და დამოკიდებულების დადგენა, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც დონორი ორგანიზაციის, ასევე კონკურსში მონაწილე საჯარო სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ბოლოს შედეგების შეჯამება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს