არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები საერთაშორისო სემინარში მონაწილეობდნენ
არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები პროექტის „ევროპული არდადეგები“ სემინარში მონაწილეობდნენ.
სემინარი ზუგდიდში გაიმართა და მასში მოსწავლეები თეკლა კუჭავა, მარიამ ტუკვაძე და თაზო დუნდუა ჩაერთნენ.
შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ევროინტეგრაცია, ჰიბრიდული ომი, ანტიდასავლური სტერეოტიპები, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა.
სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი უძღვებდა.
„ევროპული არდადეგები” მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს და ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, არაფორმალურ გარემოში, მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.
ტრადიციულად, სემინარის დასრულების შემდგომ ახალგაზრდებისთვის რეგიონის ღირსშესანიშნავ ადგილებში ტური მოეწყო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: