ხიდრის საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ქართულში, ქიმიას და ბიოლოგიაში მაღალი შეფასება დაიმსახურა
02-08-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის საამაყო კურსდამთავრებული, გიორგი ლელაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებს.

წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 52 ქულა, ქიმიაში - 55 ხოლო, ბიოლოგიაში - 64 ქულა დაიმსახურა.

„ვულოცავთ გიორგის და შემდეგ გამოცდებშიც საუკეთესო შედეგებს ვუსურვებთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. 1 აგვისტოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გახდა ქულები ცნობილი, ხოლო 2 აგვისტოს - მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203