
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი სხვადახვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ინტერესით ერთვებიან.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ რაიონულ კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით წარმატებით მონაწილეობდნენ და მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი მასწავლებლებს ამ წარმატებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამაყობს საკუთრი გუნდის პროფესიონალიზმით:
„ვულოცავ ჩემს საოცარ გუნდს, მოტივირებულებს, კრეატიულებს... სხვანაირად ამაყი ხარ, როცა ამდენ მოფუსფუსე მასწავლებელს უყურებ, როცა მათ უზომო შრომას ხედავ“,- წერს სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: