ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ახალი და ძველი ტექნოლოგიების შესახებ საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
02-08-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა ბავშვებმა საფუძვლიანი განათლება მიიღონ და სხვადასხვა საინტერესო აქტივობასაც ახორციელებენ.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში, VIბ კლასში ახალი და ძველი ტექნოლოგიების შესახებ ძალიან საინტერესო ღია გაკვეთილი გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი ხელით შექმნილი ნაშრომიც წარადგინა. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა ბავშვებისთვის შემეცნებითი გახლდათ და ღია გაკვეთილმაც საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203