„შემოუერთდით სკოლას, სადაც ბავშვი ბედნიერია“- ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა“ 4-6 წლის ბავშვებისთვის მოსამზადებელი პროგრამა გამოაცხადა
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალმა 4-6 წლის ბავშვებისთვის მოსამზადებელი პროგრამა გამოაცხადა. სკოლა ბავშვებს ამერიკული სტანდარტებით შემუშავებულ პროგრამასა და კვალიფიციურ პედაგოგებს სთავაზობს. პატარებს შემოქმედებითი გაკვეთილების გავლაც შეეძლებათ - ხელოვნებაში, მუსიკასა და სამსახიობო უნარებში.
„თბილი და მეგობრული გარემო! საინტერესო თამაშ-გაკვეთილები! მზრუნველი და კომპეტენტური მასწავლებლები! გონების გასავითარებელი და ბიზნეს უნარების გამოსამუშავებელი სავარჯიშოები! შემოქმედებითი გაკვეთილები - ხელოვნება, მუსიკა, სამსახიობო უნარები! სკოლაში და სახლში დამოუკიდებლად შესასრულებელი სახალისო აქტივობები!
ამერიკული სტანდარტებით შემუშავებული პროგრამა! ქართული ენის და ზეპირსიტყვიერების ინტენსიური სწავლება!
ამერიკული აკრედიტირებული სერტიფიკატი! შემოუერთდით სკოლას, სადაც ბავშვი ბედნიერია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.