
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა ვარციხეჰესების სკოლის მასწავლებელს ნესტან კირკიტაძეს მადლობას უხდიან.
პედაგოგი კამპანიაში „ერთი წიგნი ახალ ბიბლიოთეკას“ მონაწილეობდა.
„ჩვენი სკოლა მადლობას უცხადებს ვარციხეჰესების სკოლის მასწავლებელს, ჩვენი სასკოლო საზოგადოების წევრს, ქალბატონ ნესტან კირკიტაძეს კამპანიაში „ერთი წიგნი ახალ ბიბლიოთეკას“ მონაწილეობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: