„ვამაყობ, რომ ამ ძლიერი გუნდის წევრი ჩემი მოსწავლეცაა“ - რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ რეხვიაშვილის სპორტული წარმატება
02-08-2022
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ; მათ შორის, აღსანიშნავია რუსთავის ფოლადის დარბაზში გამართული „რუსთავის მერიის თასის“ ფინალი, სადაც ერთმანეთს ბოლნისის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები და გორის გოგონათა ნაკრები შეხვდნენ.
ბოლინისის ნაკრების ერთ-ერთი წევრი, რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ რეხვიაშვილია და მისმა გუნდმა I ადგილი მოიპოვა.
„გულით და სულით ვულოცავ ბოლნისს წარმატებას. გუნდის ხელმძღვანელს, მარინა ქობულაძეს და ვამაყობ, რომ ამ ძლიერი გუნდის წევრი ჩემი მოსწავლეცაა. ბევრი წარმატება მარიამ რეხვიაშვილს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს