
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა და ღონისძიება გაიმართა.
სკოლაში UNICEF-ის პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნინო მეტრეველსა და სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრა შედგა.
სკოლის უფროსმა მასწავლებელმა გიორგი ლობჯანიძემ, რომელიც პედაგოგიური ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის, „განათლების მეცნიერებები“ მეორე კურსის მაგისტრანტია, მოსწავლეებთან ერთად პროექტი - „როგორ იცვლებოდა მსოფლიოში კანონმდებოლბა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“ წარადგინა.
მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების თემატიკაზე საკუთარი ხელით შექმნილი წიგნიც მიმოიხილეს.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები:
ფოტოები - „ბავშვა უფლებათა ცოდნის ცენტრი“