გაიცანით „მომავლის მტრედები“ ჩაისუბნის საჯარო სკოლიდან
02-08-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სწავლა წარმატებით დაასრულეს, ამასთან დაკავშირებით კი, მეოთხეკლასელებთან ერთად, შემაჯამებელი ღონისძიება „მომავლის მტრედები“ გამართეს. 

მოსწავლეები ღონსიძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს არაერთი საინტერესო, მუსიკალური თუ მხატვრული ნომერი შესთავაზეს და საკუთარი შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი მაია სირაძე გახლდათ.

„პირველმა და მეოთხეკლასებმა შემაჯამებელი ღონისძიება „მომავლის მტრედები“ გამართეს. ჩემო მტრედებო, საუკეთესო მომავალი,თქვენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203