ბორის საჯარო სკოლის საამაყო კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდებზე ქართულში უმაღლესი ქულა დაიმსახურა
02-08-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წლის საამაყო კურსდამთავრებული, თამარ ჭანკოტაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებს.

აბიტურიენტმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი 60 ქულიდან 53 დაიმსახურა.

„ვულოცავთ თამარს და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. 1 აგვისტოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გახდა ქულები ცნობილი, ხოლო 2 აგვისტოს - მათემატიკაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203