„მადლობა აქ გატარებული წლებისთვის“ - გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
02-08-2022

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა. 

მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლიდან ტრადიციული თეთრი მაისურებით საზეიმოდ გააცილეს. ისინი პედაგოგებს დაემშვიდობნენ და სკოლაში გატარებული წლებიც დიდი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს. 

მოსწავლეებს მშობლიური სკოლა, უსაყვარლესი მასწავლებლები და ხელმძღვანელლობა წინსლასა და წარმატებებს უსურვებს: 

„ბავშვებო, გილოცავთ! მადლობა, იმისთვის, რომ ჩვენი სკოლის კედლებში გაატარეთ ცხრა წელი. უფალმა დალოცვილი და წარმატებული გამყოფოთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203