ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ კომიქსი შექმნა
02-08-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმდებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ.

პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად, მრავალფეროვან აქტივობებსაც სთავაზობენ.
 
ამის დასტურია, ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლის, ანუკი ნიკოლაიშვილის ნამუშევარი - გოგონამ, პედაგოგის, ირმა სანიკიძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების ფარგლებში კომიქსი შექმნა და ბრწყინვალე შეფასებაც დაიმსახურა.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203