შთამბეჭდავი ღონისძიება და პატრიოტული მოტივები დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში
02-08-2022

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, სკოლის ხელმძღვანელობის მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცოხვრებაში და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.  

ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. 

ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საქართველოს ეროვნული ჰიმნიც შეასრულეს და იმავდროულად, არც უკრაინეი თანატოლები დავიწყებიათ, რომლებიც ომის სისტაკეს ახლაც თვალებში უყურებენ - ბავშვებმა უკრანელ თანატოლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა. 

„მოსწავლეებმა თემატურად ბუშტებითა და დროშებით შექმნეს სამშობლოს სიყვარულის ნიშნად გულის ფორმა, კლასში დახატეს ნახატები და გააფორმეს საკლასო კუთხე. მოსწავლეებმა სოლიდარობა აჩვენეს უკრაინის ქვეყნის მიმართ. საქართველოს დროშის გვერდით მეგობრობის და თანადგომის ნიშნად გამოიყენეს უკრაინის დროშა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203