
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმოდ დაასრულეს.
მოსწავლეებმა, უსაყვარლეს დამრიგებელთან, ხატია ბექაურთან ერთად, წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარეს; ბავშვები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სასიამოვნოდ გაატარეს დრო, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ჯადოსნურ სამყაროში „ამოგზაურეს“ და საკუთარი შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს, ერთად მოუყარეს თავი მთელი სემესტრის ნამუშევრებს, მშობლებს, მასწავლებლებს და ბევრი საინტერესო და გასართობი აქტივობა ჩაატარეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: