ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა შემაჯამებელ კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგნენ
02-08-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები - ირმა რიონიძე და ქეთევან ღლონტი ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვის შემაჯამებელ კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგნენ.
ისტორიის წამყვანმა პედაგოგმა, ირმა რიონიძემ თემა - „აჭარა ორი რელიგია ერთ ოჯახში“, ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიების წამყვანმა მასწავლებელმა, ქეთევან ღლონტმა თემა - „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა „მარგალიტები დიდი ნენეს სკივრიდან“ წარადგინეს.
შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ონლაინ ფორმატში გაიმართა.