თბილისის N31 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე ქართულში უმაღლესი ქულები დაიმსახურეს
თბილისის N31 საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წელს ტრადიციულად, საამაყო კურსდამთავრებულები ჰყავს, რომლებიც მშობლიურ სკოლას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ასახელებენ.
საამაყო მოსწავლეებს შორის არიან - ელისაბედ-ელლი ჩაჩხიანი და მარიამ მაისურაძე, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ელისაბედ- ელლი ჩაჩხიანმა ქართულში უმაღლესი 60 ქულიდან 59 დაიმსახურა.
სკოლა ამაყობს აბიტურიენტებით და წარმატებას უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
იხილეთ ფოტოები: