ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულების წარმატება ეროვნულ გამოცდებზე
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
კურსდამთავრებულებმა ელენე მესხმა და თამთა კიკნაძემ გამოცდაზე 51 - 51 ქულა, ხოლო ლიზი ლაცაბიძემ - 50 ქულა დაიმსახურა.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და იმედოვნებენ, რომ სხვა საგნების შედეგებითაც ასე გაიხარებენ.
„ვულოცავთ ელენეს, თამთასა და ლიზის და შემდეგ გამოცდებშიც საუკეთესო შედეგებს ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.