„მოსწავლეები პედაგოგებს, რომელთა მიმართაც კეთილგანწყობილნი არიან, საკუთარ ნახატებს ჩუქნიან“- მარინე ბერიანიძე, წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
01-08-2022

სასწავლო პროცესში მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან ურთიერთპატივისცემა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ხშირად ეს ფაქტორი სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზეც აისახება. პატივისცემას ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ჩვენ დავინტერესდით, წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მარინე ბერიანიძის აზრით და ვკითხეთ - როგორ გამოხატავენ ან როგორ უნდა გამოხატონ მოსწავლეებმა მასწავლებლებისადმი პატივისცემა. 

მისი თქმით, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები პატივისცემას განსხვავებულად გამოხატავენ. ეს მათ დამოკიდებულებებსა და ქცევებში იგრძნობა.

„მოსწავლეების მხრიდან მასწავლებლის პატივისცემა სხვადასხვაგვარად გამოიხატება. დაწყებითი კლასების მოსწავლეები იმ პედაგოგებს, რომელთა მიმართაც კეთილგანწყობილნი არიან თავიანთ ნახატებს ჩუქნიან. ისინი ამას ძალიან დიდი სიყვარულით აკეთებენ, ხშირად გულსაც ახატავენ. ასეთი ნამუშევრები მეც ბევრჯერ მიმიღია. ასაკით უფრო დიდი მოსწავლეები პატივისცემას სხვანაირად გამოხატავენ. ჩვენ ყველას გვაქვს სოციალური ქსელები, იქაც კი სითბოთი გამოირჩევიან და მათი განწყობა იგრძნობა. გარდა ამისა, გვილოცავენ დაბადების დღესა და მასწავლებლის დღეს. სიურპრიზებს გვიწყობენ, რაც ძალიან გვახარებს. კურსდამთავრებულებს რაც შეეხებათ, შეიძლება ქუჩაში შეგვხვდნენ, მოგვიკითხონ და გვითხან, რომ ჩვენი ნასწავლი მასალა ძალიან გამოადგათ“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203