
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს არა მხოლოდ აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსწავლეები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და ამის დასტურია მე-9 კლასის მოსწავლის, ვიტალი ტყეშელაშვილის წარმატება კრივში.
ვიტალი ტყეშელაშვილი ჩემპიონი გახდა და ახაქლგაზრდა მოკრივეს მშობლიური სკოლა ამ დიდ წარმატებას ულოცავს:
„ვიტალი ტყეშელაშვილის ჩემპიონობას ვულოცავთ ჩვენს სასკოლო საზოგადოებას! ვიტალი გამორჩეული მოკრივეა და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა, ჩვენ გვეამაყება მისი წარმატებები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.