ღარის საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვან თარიღებს, მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნავენ
01-08-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა კი დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ასფალტიც მოხატეს.

„სკოლაში ხორციელდება ისეთი აქტივობები, რომელიც მოიცავს ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დანერგვის, აღსრულებისა და სრულყოფის ხელშეწყობას, ბავშვთა დაცვის მექანიზმების განვითარებას, ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.

აუცილებელია, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203