კოდის საჯარო სკოლის 4 -მა პედაგოგმა მასწავლებელთა შემაჯამებელ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
01-08-2022
ვასილ ბარნოვის სახელობის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ კოდის საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა.

შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია 28-29 ივლისს, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით ჩატარდა.

ეროვნული კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, პანელური დისკუსიების ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1114-მა სკოლის პედაგოგმა, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებმა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორებმა მიიღეს.

მათ შორის გახლდათ სკოლის 4 პედაგოგი: ნათია სარიშვილი, ნინო ოქროპირიძე , თამთა ელიაური და ლელა მინაძე. 

„შემაჯამებელ ეროვნულ კონფერენციაზე სასკოლო პროექტი სახელწოდებით - „ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით“ ლელა მანიძემ წარადგინა, ხოლო საკლასო ოთახში განხორციელებული კომპლექსური დავალებები - „ჩემი საოცნებო ოთახი“ მე-4 კლასი წარადგინა ნათია სარიშვილმა, „ოჯახის ბინადარ ცხოველებზე, ფრინველებზე და მცენარეებზე ზრუნვა“ მე-3 კლასი წარადგინა თამთა ელიაურმა, „არა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს“ მე-9 კლასი წარადგინა ნინო ოქროპირიძემ.

კონფერენციის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წევრებმა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში არსებულ მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს და ზოგადი განათლების რეფორმით გათვალისწინებულ ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაზე მოხსენებები წარმოადგინეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით“ იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203