საღანძილის საჯარო სკოლის 4-მა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
01-08-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

წარჩინებულ მოსწავლეებს: სალომე წარიაშვილს, ნინო კიკნაძეს, ნინი ბაკურაძეს და ანა კიკნაძეს ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

„სკოლა ულოცავს, წარჩინებულ საამაყო მოსწავლეებს პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერებით დაჯილდოებას. მადლობა სახელმწიფოს, რომ პროგრამა არსებობს, მადლობა სკოლის პედაგოგებს და დირექციას, მადლობა მშობლებს თანადგომისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203