ჭითაწყარის საჯარო სკოლას სამი ოქროსმედალოსანი ჰყავს
01-08-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წელს სამი ოქროსმედალოსანი ჰყავს. სკოლის საამაყო და წარჩინებული მოსწავლეები კი სალომე ჯიქია, მარიამ ბერულავა და მარი კობახიძე გახლავთ.
„წარმოგიდგენთ სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის ოქროს მედალოსანთა წარმომადგენლებს: სალომე ჯიქია, მარიამ ბერულავა და მარი კობახიძე, რომელთა დაჯილდოება და მედალთა გადაცემა განხორციელდა 29 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს