მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - გიორგი კვინიკაძეს და მარიამ ლაცაბიძეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
01-08-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

წარჩინებულ მოსწავლეებს - გიორგი კვინიკაძეს და მარიამ ლაცაბიძეს ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალში წინსვლას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203