
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ.
სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს - უკრაინის დროშის ფერებში თემატური ნახატები შექმნეს, ამით კი საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ასე გამოხატეს პირველკლასელებმა უკრაინელი თანატოლებისადმი თანადგომა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: