გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს, სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის, სიგელები გადაეცათ
01-08-2022

გელა ბელაუსოვის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მეორე კლასის წარმატებით დასრულებისთვის სიგელებიც გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათი ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

„დავემშვიდობეთ 2021- 2022 სასწავლო წელს. გილოცავთ მეორე კლასის დამთავრებასა და ახალ საფეხურზე გადასვლას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203