ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორის ხელმძღვანელობით, საინტერესო ბიზნესგეგმები შეადგინეს
01-08-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას არ წყვეტენ.

სკოლა პროექტში - „იყავი მეწარმე“ აქტიურადაა ჩართული, რომელიც ჩეხეთის განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და რეგიონის გაძლიერება.

პროექტს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მათემატიკის მასწავლებელი, ცისანა ობოლაძე ხელმძღვანელობს. მასში ჩართულია სკოლის 7 მოსწავლე და ადგილობრივი თემის წარმომადგენელი.

ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებმა შეადგინეს ბიზნესგეგმები და ისინი, პროექტის მხარდამჭერებს წარუდგინეს. რამდენიმე პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მონაწილეებიც, განსაკუთრებული აქტიურობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„წარმატებას ვუსურვებთ პროექტის ხელმძღვანელს და მომავალ მეწარმეებს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203