ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თათია მსხვილიძე და ჯუმბერ გორგოძე კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
01-08-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
„ჩემი პირველი კომპიუტერის ფაგლებში“ ხევაშენის საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს - თათია მსხვილიძესა და ჯუმბერ გორგოძეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.
ჯილდო კი მოსწავლეებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ცისანა ობოლაძემ გადასცა. ხევაშენის საჯარო სკოლა წარმატებას უსურვებს წარჩინებულ მოსწავლეებს.