ქუთაისის N1 საჯარო სკოლას, გერმანული ენის სწავლების მიმართულებით, DSD სტატუსი მიენიჭა
01-08-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისი N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და PASCH-ის ცენტრალურმა კომიტეტმა სკოლას DSD (Deutsches Sprachdiplom) სტატუსი მიანიჭა. აღნიშნული სტატუსი გერმანული ენის, როგორც უცხო ენისა ან/და მეორე ენის სწავლებასა და მოსწავლეების DSD–ს ერთიანი, ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მომზადებას გულისხმობს.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს სკოლას ამ მართლაც დიდ წარმატებას. სკოლის სახელით დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გერმანიის მხარეს, PASCH-ის ცენტრალურ კომიტეტს, გოეთეს ინსტიტუტს და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების პროცესში“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს