ბორის საჯარო სკოლის მოსწავლემ ეროვნულებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 57 ქულა დაიმსახურა
01-08-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, ნანუკა წიწილაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 57 ქულა დაიმსახურა.

სკოლა საამაყო აბიტურიენტს ულოცავს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

„ასაკით ახლა მეთორმეტეკლასელია, მაგრამ აბიტურიენტია, ძალიან კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, ჯავრით მოგვკლა ეს დღეები - ქართულში არ ვარ კმაყოფილიო, უკეთესად უნდა მემუშავაო!- 60-დან 57 ქულა! გილოცავ ნანუკა! ეს ერთი და სხვა მრავალი!“, - ასე ულოცავს მშობლიური სკოლა წარმატებას საკუთარ კურსდამთავრებულს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203