არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთნენ
2021-2022 სასწავლო წელი არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებისთვის, არაერთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობით გამოირჩეოდა. ბავშვები დიდი ინტერესით მონაწილობდნენ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტში, შეიძინეს დიდი გამოცდილება და შესაბამისად, მომავალ - 2022-2023 სასწავლო წელს ბევრად მომზადებულები შეხვდებიან.
აღსანიშნავია, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეების - თამარ ბაღდოშვილისა და თეკლა გორდულაძის მონაწილეობა „მწვანე ბანაკში“. ისინი პროექტში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. დრო სასიამოვნოდ გაატარეს და საკუთარი შესაძლებლობებიც შესაძლებლობები გამოავლინეს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
მათ სკოლაში წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: