ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ოთხოზორიამ მკლავჭიდის ღია პირველობის გამარჯვებულია
01-08-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ცხოვრების ჯანსაღ წესს, ადგილობრივი მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ და საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებითაც ასახელებენ არა მხოლოდ მშობლიურ სკოლას, არამედ ზოგადად მუნიციპალიტეტს.

ბორჯომში ღია პირველობა ჩატარდა მკლავჭიდში, სადაც ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ოთხოზორიამ წარმატებით იასპრეზა და 60 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ოთხოზორია გამარჯვებისთვის ბორჯომის სასპორტო სკოლამ სპეციალური დიპლომითა და მედლით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203