დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის 10 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერის მიღების კანდიდატია
01-08-2022
დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

მიუხედავად კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს სიღრმისეული და ხარისხიანი განათლება მისცეს.

პასუხისმგებლობის გააზრებისა და განათლების სურვილის შედეგია, რომ IX კლასის თექვსმეტი მოსწავლიდან ათმა წარჩინებით დაამთავრა საბაზო საფეხური (VII, VIII, IX კლასები წლიური სასწავლო ქულა ყველა საგანში „10“ ქულა) და პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერის მიღების კანდიდატები არიან.

წარჩინებული მოსწავლეები არიან: მარიამ ლიპარტელიანი, ნიკოლოზ ტვილდიანი, ნია ლიპარტელიანი, ნინო ხვისტანი, დეა ბენდელიანი, თამარი ბენდელიანი, თამარი გაზდელიანი, ნინო ტვილდიანი, ლევანი გასვიანი, ლუკა გასვიანი.

მოსწავლეების კლასის დამრიგებელი კი ფიქრია ლიპარტელიანი გახლავთ.

„IX კლასის მოსწავლეები გამორჩეულად აქტიურები არიან ყველა სასკოლო პროექტსა თუ კლასგარეშე აქტივობებში, სადაც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან. წარმატებები ვერ დაგეთვალოთ ჩემო ნიჭიერებო“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203