
ვანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეებიც, 2021-2022 სასწავლო წელს სხვადასხვა სახის აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებოდნენ.
მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა ილუსტრირებული წიგნი დაამზადეს. ისინი საქმიანობას დიდი ინტერესითა და ხალისით შეუდგნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შემოქმედებითი უნარებიც წარმატებით წარმოაჩინეს.
„გააგრძელეს მარიამ წიკლაურის ლექსი „მეგობრობა“ და გააფორმეს ილუსტრაციებით. მეიმედებით! მეამაყებით! მიყვარხართ“,- აღნიშნულია ვანის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: