„აჩვენეთ ეს ბრილიანტი ბავშვები მსოფლიოს“- ვანის N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს
01-08-2022

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს. მოსწავლეებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს და ამ საზეიმო განწყობას სპეციალურად შექმნილი დეკორაციაც ამძაფრებდა. 

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს. მშობლიურმა სკოლამ, უსაყვარლესმა მასწავლებლებმა და დირექციამ მოსწავლეებს წარამტებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე. 

„აჩვენეთ ეს ბრილიანტი ბავშვები მსოფლიოს....მიყვარხართ უზომოდ და უკვე მომენატრეთ“,- წერს სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203