შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი პერსონაჟები „გააცოცხლეს“ და მინისპექტაკლი გაითამაშეს
01-08-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, სახალისო და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს ხშირად ატარებდნენ და მათ შორის, აღსანიშნავია ნიჭიერი მოსწავლეების მიერ დადგმული მინი-სპექტაკლი.
მოსწავლეებმა ლექსის - „მანანა და ლალი“ და მოთხრობის - „ცხვარი და სიღარიბე“ გმირერბი გააცოცხლეს, საინტერესო დიალოგებიც ფაითამაშეს, უცებ პატარა მსახიობებად გადასხვაფერდნენ და უფროსებიც ქართული მარგალიტების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობაში მონაწილეობა სახალისო , საინტერესო და შემეცნებითი იყო, მათ ხომ საყვარელი პერსონაჟები გააცოცხლეს. იხილეთ ფოტოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს