ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმოდ, დაასრულეს
01-08-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს - ეს მნიშვნელოვანი დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს, თეთრი მაისურებიც მოირგეს და სურვილებიც გაცვალეს. 

მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლას ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

მათი კლასის ხელმძღვანელი მაგდა შურღაია გახლდათ; აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავდნენ.

„მოსწავლეებმა „ბოლო ზარით" აღნიშნეს სასკოლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურის დასრულება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203