ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
01-08-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. აღსანიშნავია, რომ ბავშვებიც დიდი ინტერესით მონაწილობენ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და ამის დასტურია მათი ნამუშვრების გამოფენა. 

სკოლაში გასნილ გამოფენაზე წარმოდგენილი გახლდათ მოსწავლეთა ხელით შესრულებული ნამუშევრები და ბავშვებმა ასე თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ნამუშევრები მრავალფეროვანი იყო, საინტერესო და დამთვალერებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა, პედაგოგი კი ლელა მიქელაძე გახლავთ.

„სტუმრებმა ესთეტიკურ სამყაროში „იმოგზაურეს“, სიამოვნებით გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები; აღნიშნეს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები და ყველა მათგანს უსურვეს მომავალი წარმატებები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203