ლეციცხვაიეს, ხუნწისა და სერგიეთის საჯარო სკოლების ეკოკლუბებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს
01-08-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების: გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს, სერგიეთისა და ხუნწის საჯარო სკოლები გარემოსცდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილეები გახდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ნახევარფინალური ტურის მონაწილე ლეციცხვაიეს, სერგიეთის და ხუნწის ეკოკლუბებს უმასპინძლა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის გამწვანების პროექტი მარტვილის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დასასრულს უახლოვდება.

„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ სამივე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს და მასწავლებლებს საჩუქრად წიგნები, სიგელები გადასცა და მათ შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.

უღრმესი მადლობა მარტვილის მერიას და ქალბატონ დარეჯან სხულუხიას ლამაზი და დასამახსოვრებელი დღის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნულია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203