ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მასწავლებლები ნატალი ამირანაშვილი და ინა გოგინაშვილი საერთაშორისო ვებინარში მონაწილებდნენ
01-08-2022

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ყველფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ მასწავლებლები მუდამ ზრუნავენ საკუთარ პროფესიულ წინსვლაზე, ერთვებიან სხვადასხვა პროექტში და სასკოლო საზოგადოებისთვის განკუთვნილ ვებინარებშიც აქტიურად მონაწილეობენ.


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ ინგლისური ენის მასწავლებლები ნატალი ამირანაშვილი და ინა გოგინაშვილი Oxford University Press-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ვებინარებში მონაწილეობდნენ. ეს გახლავთ კიდევ ერთი წარმატება როგორც მასწავლებლების, ისე ზოგადად სკოლისთვის და რაც მთავარია, აღნიშნულ საერთაშორისო ვებინარში მონაწილეობა კიდევ ერთი დასტურია, რომ პედაგოგებისთვის პროფესიული ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვებინარების თემები იყო

  • დისტანციური სწავლება: პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით საფეხურზე;
  • სასწავლო გეგმის გაცნობა ინოვატორი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის.

პედაგოგები მის მიმდინარეობაში წარმატებით ჩაერთნენ. სკოლაში  საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნატალი ამირანაშვილია

„ვებინარებზე იქნა განხილული სასწავლო პროგრამა, რომელიც აერთიანებს სასწავლო გეგმის მასალებს, უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, შეფასების ელემენტებს და მსოფლიო დონის რესურსებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს განივითარონ 21-ე საუკუნის უნარები“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203