დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი „იდეათეკა“ გაიხსნა
01-08-2022
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. უდავოა, სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, მუდამ პროგრესზე ორიენტირებული ხელმძღვანელობის მხარდამხარ ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიირონ ხარისხიანი განათლება და ამის წინაპირობა გახლავთ სკოლის ადაპტირება თანამედროვე მოთხოვნებთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაბა ჩოხატაურის N1საჯარო სკოლასსასწავლო წელის მიწურულს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი „იდეათეკა“ შეემატა. სიახლე კი სკოლაში საქართველოს ბანკისა და ქართული წიგნის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
„უღრმესი მადლობა სპონსორებს არაჩვეულებრივი საჩუქრისათვის. გპირდებით, რომ ბევრ კარგ იდეას შეესხმება ფრთები და ჩვენი მოსწავლეები ღირსეულად უპასუხებენ ახალ გამოწვევებს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს