უჩხოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქრისტინა ბოლქვაძე ვიქტორინაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
30-07-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და პროექტში მონაწილეობდნენ. 

მეათე კლასის მოსწავლე ქრისტინა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარებულ ვიქტორინაში ჩაერთო. მან საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა წარმატებით წარმოაჩინა. 

შედეგების საფუძველზე, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, ბათუმში დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა, სადაც ქრისტინა ბოლქვაძეც წარსდგა. 

ვიქტორინა პროექტს „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203