„მზე ყველას ერთნაირად ათბობს“ - ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლა
29-03-2018
„რას ვმატებ საზოგადოებას“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილს ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლა შეუერთდა. სკოლა ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთო. პედაგოგებმა და მათმა აღსაზრდელებმა ფერადი წინდები შეიძინეს და ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეებმა ასევე ტრაფარეტები დაამზადეს და საზოგადოებას მიმართეს - „მზე ყველას ერთნაირად ათბობს“, „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, „46+1“.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203