ციხისძირის საჯარო სკოლის რვა მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერით დასაჩუქრდა
29-07-2022
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:

მე-10 კლასის მოსწავლეები:

1. მარიამი ასამბაძე;
2. ლიზა ბერიძე;
3. ანრი ოქროპირიძე;
4. ვიკა ბერიძე;
5. ანა გოგიტიძე.

ასევე მე-11 კლასის მოსწავლეები:
1. ლიზი კონცელიძე;
2. ბაჩი კაკალაძე;
3. რევაზ მეგენეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203