მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე მამული მიქელაძე საგანმანათლებლო კონკურსის პრიზიორი გახდა
29-07-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 

მოსწავლე მამული მიქელაძე რონდელის ფონდის ვიქტორინაში მონაწილეობდა. ის მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. შედეგად კი ვიქტორინის პრიზიორი გახდა. 

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203