
ბოლნისი კერძო სკოლა „დავითიანში“ 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც აისახა.
სკოლას წელს ორი ოქროს მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული ჰყავს. ესენი არიან - ანი უგრეხელიძე და
ნინო ჩაგელიშვილი.
ოქროს მედალი კი კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.